Monday, September 21, 2015

ტრენინგის რეფლექსია

ჩემი პროფესიული საქმიანობის წარმატებით განხორციელებისათვის დავესწარი ტრენინგს ,,ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“. გავითვალისწინე მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნები (II თავი, მუხლი 6. სასწავლო გარემო, ვ. მასწავლებელმა იცის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით).
ტრენინგის 8 მოდული ეხებოდა თანამედროვე სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი, მისი დაგეგმვა, ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, მოსწავლეების სასწავლო ნამუშევრების შექმნა (მოსწავლის თვალთახედვით), მოსწავლეთა შეფასება (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) აღნიშნული შეფასებების სხვადასხვა მეთოდის და ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მოსწავლეთა ხელშეწყობა-დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ა.შ. აქვე შევისწავლე ის ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: ელ-ფოსტის მოხმარება, ელ. პორტფოლიოს შექმნა, ინტერნეტის და საძიებო სისტემების გამოყენება სასწავლო პროცესისათვის, ბლოგის შექმნა და მასზე რესურსების განთავსება და ა.შ.
ტრენინგზე მიღებული სასწავლო სიახლეები და 21-ე საუკუნის გამოწვევები წარმატებით გამოვიყენე ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. მიღებულმა ცოდნამ და რესურსებმა გამიადვილა სასწავლო პროექტებზე მუშაობა. განხორციელებულმა აქტივობამ საინტერესო გახადა ჩემი და მოსწავლეების კოლაბორაცია, გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, აამაღლა მათი მოტივაცია და გააუმჯობესა სწავლის ხარისხი.

Saturday, November 8, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

დავამთავრეთ მოსწავლის ნაშრომზე მუშაობა, შეფასების დროის ჩარჩოზე და ბლოგებზე ვიმუშავეთ

Saturday, November 1, 2014

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

1.ზოგადი;როგორ უნდა ისხოვრონ ერებმა ერთად?
2.თემატური:როგორია სხვადასხვა ერის თანაცხოვრების საუკეთესო ვარიანტი?
   რა განაპირობებს ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში ემიგრაციის ზრდას?
  3.შინაარსობრივი;  ა. რას ნიშნავს ემიგრაცია?
ბ.. რა ისტორიული ფაქტები შეგიძლიათ დაასახელოთ ქართველთა ემიგრაციასთან დაკავშირებით?
გ. რა ტექსტებს იცნობთ ქართველთა ემიგრაციაზე?[მ.ჯავახიშვილის "მიწის ყივილი",ნ. ლორთქიფანიძის მინიატურა "გული"]  

პროექტის სასწავლო მიზნები

1.ტექსტზე დაკვირვებით, მოსწავლეები შეძლებენ გაშიფრონ რემარკები [მხატვრული დეტალები]                                                                                                                                               2.შეძლებენ გაანალიზონ ქართული, ევროპული და ამერიკული ცხოვრების წესი;                  3.მოსწავლეები შეძლებენ შეაფასონ ქართველი ემიგრანტის- ელი გორდელიანის ცხოვრებისწესი;                                                                                                                                         4.შეძლებენ შეუპირისპირონ ერთმანეთს გასული საუკუნისა და თანამედროვე ყოფის პრობლემები: გააანალიზებენ ემიგრაციაში წასვლის მიზეზებს წარსულში [მე-20 საუკუნე] და ახლა [21-საუკუნის 20-იანი წლები] ტექსტზე დაყრდნობითა და თანაქალაქელთა გამოკითხვით;                                                                                                                                               5. მოსწავლეები შეძლებენ შეადგინონ სქემა, რომელშიც ასახავენ ემიგრანტული ცხ     ოვრების წესს ძველად თუ ახლა.                                                                                                                6. მოსწავლეები შექმნიან ესეებს, გამოხატევენ თავიანთ დამოკიდებულებას ემიგრანტულ  ცხოვრებასთან დაკავშირებით.

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

       ემიგრანტული ყოფის ტრაგედია-ნ.ლორთქიფანიძის მოთხრობაზე- ''შელოცვა რადიოთი" დაყრდნობით.
       მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გამოიკვეთა ემიგრაციაში წასულ ქართველთა პრობლემა. ტექსტზე დაკვირვებით გავარკვევთ ამ პრობლემის ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს, ყურადღებას გავამახვილებთ რემარკებზე [მხატვრულ დეტალებზე] ძირითადი სათქმელის გამოსაკვეთად. პარალელს გავავლებთ თანამედროვეობასთან ,გავაანალიზებთ და შევაფასებთ, რაში მდგომარეობს ემიგრანტული ყოფის ტრაგედია ძველად და ახლა.