ტრენინგის 8 მოდული ეხებოდა თანამედროვე სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის გათვალისწინებულ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი, მისი დაგეგმვა, ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში, მოსწავლეების სასწავლო ნამუშევრების შექმნა (მოსწავლის თვალთახედვით), მოსწავლეთა შეფასება (განმავითარებელი და განმსაზღვრელი) აღნიშნული შეფასებების სხვადასხვა მეთოდის და ინსტრუმენტების შექმნა და გამოყენება, მოსწავლეთა ხელშეწყობა-დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა, ფასილიტაცია ტექნოლოგიებით და ა.შ. აქვე შევისწავლე ის ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: ელ-ფოსტის მოხმარება, ელ. პორტფოლიოს შექმნა, ინტერნეტის და საძიებო სისტემების გამოყენება სასწავლო პროცესისათვის, ბლოგის შექმნა და მასზე რესურსების განთავსება და ა.შ.
ტრენინგზე მიღებული სასწავლო სიახლეები და 21-ე საუკუნის გამოწვევები წარმატებით გამოვიყენე ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში. მიღებულმა ცოდნამ და რესურსებმა გამიადვილა სასწავლო პროექტებზე მუშაობა. განხორციელებულმა აქტივობამ საინტერესო გახადა ჩემი და მოსწავლეების კოლაბორაცია, გაზარდა მოსწავლეთა ჩართულობა, აამაღლა მათი მოტივაცია და გააუმჯობესა სწავლის ხარისხი.